ჟურნალი შინაარსობრივად არის სრულტექსტიანი; ჟურნალი გამოიცემა ელექტრონული სახით (თუმცა შესაზლებელია მისი გამოცემა ნაბეჭდი ვერსიის ფორმით). გამოსაქვეყნებლად მიღებული ყველა მასალა ექვემდებარება რეცენზირებას და დადებითი რეცენზიის შემთხვევაში ხდება მისი გამოქვეყნება ჟურნალში. რეცენზირება დაფარულია, ანუ ავტორისათვის უცნობი რჩება რეცენზენტის ვინაობა.ჟურნალი ორიენტირებულია უპირველესად ისეთ სამეცნიერო ნაშრომებზე, რომლებიც არსად გამოქვეყნებულა (სამეცნიერო სტატიები, კვლევათა შედეგები, მოხსენებები და ა.შ.) და ავტორთა მიერ ჟურნალს გადაეცემა, გამოიყენება მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისათვის და ამ მასალებზე დაცული იქნება ყველა მატერიალური თუ არამატერიალური საავტორო უფლება. სტატიის შინაარსსა და მის გამოქვეყნებაზე პასუხისგებელია ავტორი/თანაავტორი. ავტორებისათვის პუბლიკაცია ფასიანია. ჟურნალის რედაქცია არ აგებს პასუხს სტატიის პუბლიკაციის შედეგად გამოწვეულ შესაძლო ზარალზე. იმ შემთხვევაში, თუ მასალების გამოქვეყნების შედეგად მოხდა საავტორო ან სხვა უფლებების, საზოგადოდ მიღებული სამეცნიერო ეთიკის ნორმების დარღვევა, რედაქცია უფლებამოსილია.გამოქვეყნებული მასალა ამოიღოს მონაცემთა ბაზიდან. სტატიების რეცენზირებას, ექსპერტიზას და გამოცემას აფინანსებს ჟურნალის რედაქცია.ჟურნალის სარედაქციო კოლეგია მოწოდებულია ჟურნალის მაღალისამეცნიერო სტატუსისა და ავტორიტეტის შექმნისათვის და ორიენტირებულია.იმ რიტერიუმებზე, რაც მოეთხოვება სამეცნიერო ტრადიციების მქონე აკადემიურ ჟურნალებს.
ოფიციალური განცხადება
მისია
მეცნიერება და ინოვაცია თავის მისიას აფუძნებს გამჭვირვალობაზე, ეთიკურ საგამომცემლო სტანდარტებზე, სამეცნიერო პასუხისმგებლობასა და გრძელვადიან აკადემიურ ავტორიტეტზე.
მისიის ძირითადი პრინციპები
1
