ძვირფასო კოლეგებო
მოგესალმებათ ჟურნალი მეცნიერება და ინოვაცია, მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
ჟურნალი აგრძელებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში ახალი ტენდენციების გავრცელებას მთელ მსოფლიოს მასშტაბით. სხვადასხვა დარგის მეცნიერებს საშუალება აქვთ გამოაქვეყნონ თავიანთი მასალები.
ჟურნალში გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება ეკუთვნის ავტორებს და არ წარმოადგენს რედაქტორის ან ჟურნალის შეხედულებებს. ჟურნალი გამოიცემა ელექტრონული სახით, თუმცა შესაძლებელია მისი გამოცემა ნაბეჭდი ვერსიის ფორმით.
გამოსაქვეყნებლად მიღებული ყველა მასალა ექვემდებარება რეცენზირებას და დადებითი რეცენზიის შემთხვევაში ხდება მისი გამოქვეყნება ჟურნალში. რეცენზირება დაფარულია, ანუ ავტორისათვის უცნობი რჩება რეცენზენტის ვინაობა.
ჟურნალი ორიენტირებულია უპირველესად ისეთ სამეცნიერო ნაშრომებზე, რომლებიც არსად გამოქვეყნებულა, მათ შორის: სამეცნიერო სტატიები, კვლევათა შედეგები, მოხსენებები და სხვა.
ავტორთა მიერ ჟურნალისთვის გადმოცემული მასალები გამოიყენება მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისათვის და ამ მასალებზე დაცულია ყველა მატერიალური თუ არამატერიალური საავტორო უფლება. სტატიების რეცენზირებას, ექსპერტიზასა და გამოცემას აფინანსებს ჟურნალის რედაქცია.
ჟურნალის სარედაქციო კოლეგია მოწოდებულია ჟურნალის მაღალი სამეცნიერო სტატუსისა და ავტორიტეტის შექმნისათვის და ორიენტირებულია იმ კრიტერიუმებზე, რაც მოეთხოვება სამეცნიერო ტრადიციების მქონე აკადემიურ ჟურნალებს.
